„დიზაინ ჰაუსი“ – უკვე მეშვიდე წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს, ადგილი დაიმკვიდრა და პოზიციების გამყარებას და განვითარებას განაგრძობს.
ელექტრო ბუხრების მაღაზია, რომელიც წერეთლის 77 – ში მდებარეობს თბილი, ლამაზი და კომფორტული გარემოს შესაქმნელეად განწყობილ მომხმარებელებს „თბილი“ ოცნებების ახდენას უმარტივებს.
საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME დეტალებზე „დიზაინ ჰაუსის“ დამფუძნებელს ლიკა ჩოხელს ესაუბრა.
როგორია და რა ფუნქციები აქვს ელექტრო ბუხარს?
ელექტრო ბუხრები სხვადასხვა ზომისაა. ბევრნაირია და ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ზომით, ისე რეჟიმებით და დიზაინით. მაღაზია „დიზაინ ჰაუსში“ არსებული ფართო არჩევანი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მისთვის სასურველი ბუხარი მარტივად შეარჩიოს.
„ელექტრო ბუხარის უდიდესი პლიუსი ისაა, რომ მას არ სჭირდება რაიმე სახის განსაკუთრებული მონტაჟი და სპეციალური გაყვანილობები, საკმარისია მხოლოდ დენის წყარო. თუმცა, მისი ჩამონტაჟებაც სურვილის შემთხვევაში უპრობლემოდ შეიძლება, როგორც ხეში ისე ემდეეფში და სხვა მასალაში. რაც შეეხება რეჟიმებს, შესაძლებელია მარტივად, პულტის მეშვეობით ბუხარი სასურველ რეჟიმზე გადართოთ, მაგალითად: შეუცვალოთ ფერი, ჩაურთოთ გათბობის რეჟიმი, ან გამოურთოთ და დატოვოთ გათბობის გარეშე ჩართული, მხოლოდ სილამაზისთვის, ასევე დააყენოთ დრო როცა გინდათ რომ თავისით გამოირთოს, გააჩნია ე.წ. ძილის რეჟიმიც, რაც სრულიად უსაფრთხო და საკმაოდ ეკონომიურია. ზოგი მათგანი სენსორულად იმართება, ზოგი კი მხოლოდ ღილაკებით და დისტანციურად.
ასევე აღსანიშნავია, რომ გათბობის რეჟიმის ჩართვის შემთხვევაში ელექტრო ბუხარს 30 კ/მ გათბობა უპრობლემოდ შეუძლია, ხოლო, თუ გათბობის რეჟიმს გამოვრთავთ, მისი გამოყენება სილამაზისთვის ზაფხულშიც უპრობლემოდ შეიძლება“, – განმარტავს ლიკა ჩოხელი.
დიზაინი და სილამაზე
რაც შეეხება მის დიზაინს, ამ კუთხით „დიზაინ ჰაუსი“ მომხმარებლებს ნამდვილად ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.
ელექტრო ბუხარი როგორც თანამედროვე, ისე ძველებური დიზაინის შეიძლება იყოს, თანამედროვე დიზაინის ბუხრის დამონტაჟება ნებისმიერ ინტერიერშია შესაძლებელი. ბუხრებს აქვთ კერამიკული შეშის ეფექტი, ასევე შეიძლება იყოს კრისტალებით გაწყობილი, ან ქონდეს აგურის და სხვა ეფექტი. გამოირჩევა ფერების რეჟიმის ნაირსახეობით და დიზაინი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მომხმარებელი ნებისმიერი ინტერიერის შესაბამისს მარტივად შეარჩევს გემოვნების მიხედვით. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ამ ტიპის ბუხარები სრულიად უსაფრთხოა. მასში არ იწვის მავნე ნივთიერებები, ხოლო შუშის ეკრანი გარედან უმეტესად გრილია.
ფასი და ხარისხი მნიშვნელოვანია!
როგორც ლიკა ჩოხელი განმარტავს, „დიზაინ ჰაუსს“ 100–ზე მეტი სახეობის ელექტრო ბუხარი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვს და მთავარ აქცენტს ხარისხზე აკეთებს. მისივე თქმით, ბუხრების ფასი იწყება 500 ლარიდან და მერყეობს 4000 ლარამდე. ყველა ბუხარს გააჩნია გარანტია, 1, 3 ან 5 წლიანი. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიას აქვს ასევე სერვის ცენტრი, როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს გაფუჭებული ბუხრის დაბრუნების ან შეკეთების შემთხვევა მრავალწლიან პრაქტიკაში ჯერ არ ჰქონიათ. აღსანიშნავია, რომ ბუხრის შეძენა შესაძლებელია როგორც მაღაზიაში ასევე ონლაინ და ადგილზე მიტანის სერვისის მეშვეობით, რაც სრულიად უფასოა, ასევე შესაძლებელია განვადებაც.
უნდა იცოდეთ
ელექტრო ბუხარი წვავს დაახლოებით იმდენივე დენს, რამდენსაც ჩვეულებრივი ყავის აპარატი. ტრადიციულისგან განსხვავებით ელექტრო ბუხარი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, ანუ არ გჭირდებათ პერიოდულად საკვამურის გაწმენდა, შეშის მოტანა, ბუხრის გამოწმენდა დაგროვილი ნაცარისგან და ა.შ. ელექტრო ბუხარის უპირატესობა ისიც არის, რომ ცეცხლის წვის რეალური ვიზუალური ეფექტი აქვს, ნამდვილისგან თითქმის ვერც გაარჩევთ. ამ ბუხრების ბედნიერი მფლობელები იმასაც ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში ცეცხლი იმდენად რეალური და ბუნებრივი ხდება, რომ საერთოდ ავიწყდებათ მისი ხელოვნურობა. ცეცხლის ალისა და მოგიზგიზე ნაკვერჩხლების რეალისტური ეფექტია ის, რის გამოც ყიდულობენ ელექტრო ბუხრებს – ის ოჯახურ სიმყუდროვეს და კომფორტს ქმნის. ამ მხრივ ელექტრო ბუხარი ერთგვარ ოჯახურ კერას ქმნის. აკაკი წერეთლის 77 ნომერში მდებარე ელექტრო ბუხრების მაღაზია - „დიზაინ ჰაუსში“ დიდი არჩევანი დაგხვდებათ, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერ დიზაინს მოარგოთ თქვენი ინტერიერის და გემოვნების შესაფერისი ბუხარი.