აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს 1-2 გამოსასვლელი დღე მიეცეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ალგორითმის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა, - ინფორმაციას ამის შესახებ კონკურენციის სააგენტო ავრეცელებს.
ქუთაისში მდებარე ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფართოვდება და 22 ჰა-ს ამატებს. ამის შესახებ თიზ-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თათა ჭოლარიამ განაცხადა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტომ, „მონდელიზ ნიდერლანდ სერვისის ბი.ვი.“ - სა (Mondelez Nederland Services B.V.) და „ჩიპიტა ინდასთრიალ ენდ ქომერშალ ქომფანი ეს.ეი.“ - ს (Chipita Industrial and Commercial Company S.A.) შორის მოსალოდნელ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებულმა ტრიომ - საქართველომ, უკრაინამ და მოდლოვამ ბათუმის სამიტის დეკლარაციას მოაწერა ხელი.
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, ახალი სანაყინე Icecream Burger გაიხსნა, რომელიც სხვა ასეთი ტიპის ობიექტებისგან განსხვავებით მომხარებელს 5 სახეობის ნაყინის ბურგერს სთავაზობს, რომელთა შემადგენლობაშიც, ტკბილი ფუნთუშა, ნაყინი და სხვადასხვა შიგთავსი შედის. მომხმარებელს თავადაც შეუძლია მისთვის სასურველი კომბინაცია ააწყოს.
ვენის სადაზღვევო ჯგუფი „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სადაც 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით აღშფოთებას გამოთქვამს.
სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია და თქვენ ნახეთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო მდივნის განცხადებებში, რომ ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტების დამზადება-გასაღებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
„ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციას დეგუსტაციების, შესაბამისი დისტანციური ფორმატებისა და ონლაინ-სავაჭრო პლატფორმების გამოყენებით აქტიურად გააგრძელებს”, -ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის ,,Marq Energie Consulting’’ ხელმძღვანელთან, ჯული პეტერსონთან შეხედრაზე განაცხადა.