ფოთში, ახალი სასტუმრო „Cloud7 ფოთი” 2023 წელს გაიხსნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5.5 მილიონი ლარია, რაც ფოთში არსებული სასტუმრო "ანკორის” გარდაქმნა/რეაბილიტაცია ითვალისწინებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება.
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. 9 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 275 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი.
ბოლო დღეებში პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებით გავრცელდა ყალბი და უშინაარსო სიუჟეტები ფონდ „ქართუს“ მიერ კომპანია „სულაჟერში“ წილების შეძენისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ვითომდა ფარული და საეჭვო გარიგებების თაობაზე, – ამის შესახებ აღნიშნულია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.
ზურაბ აზარაშვილმა მოუწოდა მედპერსონალს, თუ რომელიმე კლინიკაში არსებობს მსგავსი ფაქტი და ეს კლინიკა შემოწმების მიღმა დარჩა, აუცილებლად მიმართონ ჯანდაცვის უწყებას.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის ზრდასთან ერთად, კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის,სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნესის ძირითადი გამოწვევები ლარის კურსის სტაბილურობა და პროფესიონალი კადრების დეფიციტია. ამის შესახებ მან მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკური პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა არსებობს გამოწვევებიც, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 494.000 ლიტრი ქართული ღვინო გავიდა გერმანიაში ექსპორტზე.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (გალფი) მიერ „იბერია სერვისის“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურის იჯარის აღებით გზით დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.