
თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟთან დაკავშირებით, მელიქიშვილის გამზირზე, 21 იანვრის 00:00 სთ-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

2023 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის წერეთლის გამზირისა და მშვიდობის ხიდის სრული რეაბილიტაციაც შედის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

ყოველი წლის დასაწყისში ვსაუბრობ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და წელსაც მინდა, ამ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდე. მინდა, გავაფრთხილო ყველა, დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსებით, გამგებლებით, სიპეპით, აიპებით, შპს-ებით, მათი ხელმძღვანელებით, რომ ძალიან კრიტიკული ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მინდა, გამოვეხმაურო იმ შემზარავ შემთხვევას, რაც ვაზისუბანში 14 იანვარს მოხდა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს. ამხანაგობა ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების მიზნით განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 18 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომელიც ითვალისწინებს თბილისის მეტროს მოდერნიზაციას.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, 17 იანვარს თბილისში შუქი ისევ ჩაქრება.

თბილისში დღეს შუქი ისევ ჩაქრება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

ორბელიანის მოედანზე მდებარე „საახალწლო სოფელი“ დღეს, კონცერტით დაიხურება. იქამდე კი, სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, 13:00 საათიდან ეწვიონ ტკბილეულის ბაზრობას და სანტას სახლს, დაესწრონ ვორქშოფს, დრამერების მსვლელობას და ფლეშმობს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კრწანისის რაიონში, ცოტნე დადიანის მეორე შესახვევში (დავით აღმაშენებლისა და ცოტნე დადიანის ქუჩების დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთი) წყალარინების ქსელის მოწყობა იგეგმება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.