
დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტო მოცულობის, მილიარდ 632 მილიონი ლარის ოდენობის იქნება.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოყო და მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ნებისმიერი საქმე, მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა. ამიტომ ჩვენთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს – მშვიდობის ქალაქი, არაერთი სპეკულაცია მოჰყვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ხვალ, 26 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება . ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს:

ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ საზეიმოდ გაიხსნა. თბილისის მერიის ცნობით, ტერიტორია, რომელიც, ორბელიანის მოედნის გარდა, მოიცავს 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას, 13 იანვრის ჩათვლით პატარებისთვის, და არა მარტო მათთვის, ჯადოსნურ სივრცედ იქცევა.

სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე 24-25 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ვაკის პარკის“ ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეტის“ მშენებლობის ნებართვის მქონე კომპანიას მერია ადგილმონაცვლეობის გზით 2.8 მლნ დოლარის ღირებულების მიწას გადასცემს.

ბოლო პერიოდში დედაქალაქის მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სპეციალური აპარატურით აღჭურვილი 18 შუქნიშანი დააზიანეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.