
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აღდგომის შემდეგ იგეგმება, - ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე ყაზბეგისა და პეკინის გამზირების ახალი გეგმარებითი სქემის მიხედვით, ტრანსპორტის გადაადგილების სქემაში გარკვეული ცვლილებები შედის.

ზურაბ ჟვანიას მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებების ადგილმდებარეობა დროებით შეიცვალა.

გაგარინის ქუჩა N1-თან, აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

26 მარტის 10:00 საათიდან 8000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

26 მარტს, 11:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

გაგარინის ქუჩა N1-თან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ იმ ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის მერიამ გასული წლის შემოდგომაზე ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა, რეკრეაციული სივრცე ეწყობა, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრთა მომსახურებას ხვალიდან განაახლებს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს მერიიდან აცნობეს.

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარეობს.