janmedi
ავერსი ნემო

20 ივლისის ღამის საათებიდან 21 ივლისის დილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ლოკალურად ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია განცხადებაში.

94