janmedi
ავერსი ნემო

თბილისის მერიამ დედაქალაქში ტრამვაის ხაზის გაყვანის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ტენდერში წარდგენილი წინადადებებიდან შეირჩა თურქული კომპანიის EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi-ს მიერ გაკეთებული შეთავაზება, რომელსაც ყველაზე ნაკლები თანხა - 287.654 მლნ ლარი ჰქონდა წარდგენილი ტენდერში.

კახი კალაძის განცხადებით, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 36 თვის განმავლობაში, პროექტი უნდა იყოს დასრულებული.

როგორც ცნობილია, ტენდერი 31 მარტს გაიხსნა. შესყიდვაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარადგინა 4 მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ. ეს კომპანიებია: DOGUS INSAAT VE TICARET A.S. (თურქეთი); Wuhan Municipal Construction Group co.Ltd. ( ჩინეთი ); YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ (თურქეთი) და EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi (თურქეთი).

ცნობისთვის, პროექტის მიხედვით, ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3-მე-4 მიკრორაიონების შერწყმის ადგილიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.

ოფიციალური მონაცემებით, ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე შესყიდვა მეორედ, 13 თებერვალს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 416 592 000 ლარი იყო, რომლის დონორიც აზიის განვითარების ბანკია.

იქამდე პირველი ტენდერი გასული წლის ოქტომბერში იყო გამოცხადებული, რომელიც შეწყდა, ამის მიზეზად კი სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პარამეტრებისა და პროცედურების კორექტირების აუცილებლობა დასახელდა.

90