2026 წლის მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა - ამის შესახებ ვკითხულობთ „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ წლიურად ქირის ფასები 6.5%-იან მატებას აჩვენებს. კერძოდ, შარშან მაისში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 9.3 დოლარის ფარგლებში იყო.
„ქირა 2026 წლის მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა (-0.2% თ/თ), ქირის ამონაგებმა კი - 8.4%“, - ვკითხულობთ კვლევაში.
როგორია ფასი თბილისის უბნების მიხედვით
კვლევის თანახმად, 2026 წლის მაისში თბილისის უბნების მიხედვით ქირა ყველაზე ძვირი ვაკეში, ყველაზე იაფი კი სამგორში იყო.
უფრო კონკრეტულად, მაისში ქირის ფასები 1 კვ.მ-ზე თბილისის უბნების მიხედვით ასეთი იყო:
ვაკე - 14.6 დოლარი;
მთაწმინდა - 13 დოლარი;
საბურთალო - 11.2 დოლარი;
კრწანისი - 10.3 დოლარი;
დიდუბე - 10 დოლარი;
ისანი - 9.8 დოლარი;
ჩუღურეთი - 9.6 დოლარი;
ნაძალადევი - 9.6 დოლარი;
ვაშლიჯვარი - 8.7 დოლარი.
დიდი დიღომი - 8.5 დოლარი;
გლდანი - 8.5 დოლარი;
სამგორი - 8.4 დოლარი.