პირველად საქართველოში მხატვრებისთვის და ხელოვნების მოყვარულთათვის და არამარტო, ადამიანებისთვის, ვისაც უბრალოდ უყვარს და პატივს ცემს მხატვრობას სწორედ მათთვის ონლაინ არტ პლატფორმა Riabid.ge შეიქმნა. ამ უნიკალური პროექტის იდეის ავტორს და დამფუძნებელს რია ქებურიას არ დაჭირვებია ბევრი ფიქრი, იმისთვის, რომ საქართველოსთვის ისტორიული საგანძური შეექმნა. აქ გამოგონილი არაფერია - ახალგაზრდა ქართველი თუ სტაჟიანი მხატვრების სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები რიამ ერთ სივრცეში ციფრულ ფორმატში გამოფინა და თაობებისთვის მხატვრობის მიმართ სიყვარულის განსამტკიცებლად და ქართველი არტისტების პოპულარიზაციის მიზნით დიჯიტალ სამყაროში ერთგვარი გზავნილი გამოსახულებით შექმნა.
COVID 19 პანდემიის პერიოდში თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ონლაინ არტ პლატფორმა Riabid.ge ნამდვილი ხელოვნების მოყვარულთათვის და კოლექციონერებისთვის საუკეთესო გზაა აღმოაჩინონ ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრები. ხოლო დამწყები მხატვრებისთვის კი შესაძლებლობა და ხელშეწყობა მათი შემოქმედება გაიცნონ არამარტო საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთ მსოფლიო ასპარეზზე.
ონლაინ არტ პლატფორმა ღიაბიდ.გე-ზე ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვა გამარტივებული წესით არის შესაძლებელი. ახალ, თანამედროვე რეალობაში მნიშვნელოვანია მომხმარებელს და მხატვარს შორის სწორი კომუნიკაციის და ნდობის ხარჯზე მიმდინარეობდეს ყოველდღიური თანამშრომლობა. Riabid.ge-ზე რეგისტრაცია უფასოა. იმ შემთხვევაში თუ მსურველი გაყიდვას გადაწყვეტს ნამუშევრები შეიძლება პირადი სახლის კოლექციიდანაც ააიტვირთოს.
მსოფლიო აუქციონების რუკას საქართველოდან Ria bid არტ აუქციონი დაემატა. ადგილზე მიტანის სერვისი ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში თუ წერტილში მოქმედებს.
ჩვენს რეალობაში ერთგვარ კულტურად ჩამოყალიბდა დღესასწაულებზე, დაბადების დღეებზე ან უბრალოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ დღეს საყვარელ ადამიანს, მეგობარს თუ უბრალოდ თანამშრომელს გაუკეთო საჩუქარი, რომელიც დროს გაუძლებს და წლების შემდეგ ისტორიას თავისი არსებობით დაწერს - Ria bid-ის პლატფორმა ამის საუკეთესო შესაძლებლობაა.
რია ქებურიას ფონდის ბაზაზე არსებული ღია ბიდ ონლაინ არტ პლატფორმა ასევე ემსახურება, აკადემიური პროგრამების, სამუშაო შეხვედრების, გაცვლითი პროგრამების, სხვადასხვა ნამუშევრების შექმნის ხარჯების დაფარვას და ასევე საქველმოქმედო აქტივობებს.
ქართველი არტისტების მიერ შექმნილი სხვადასხვა მედიუმებში შესრულებული ნამუშევრების შეძენა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უკვე შესაძლებელია.