ჯანდაცვის მინისტრის ოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძე წლის ბოლომდე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რჩება.
მისივე თქნით, მოვალეობის შემსრულებლად რჩებიან მისი მოადგილეებიც, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად, პოსტებს მინისტრთან ერთად ტოვებენ.
„როცა მინისტრი ტოვებს პოზიციას, მინისტრის მოადგილეებიც ტოვებენ პოზიციას და ახალი მინისტრი გადაწყვეტს, რა გუნდით და რა შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას.
წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა ყველა ის აქტივობა, რაც იყო დაგეგმილი, წლის ბოლომდე შესრულდეს.
ამასთან, გარდამავალი პერიოდიც უნდა იყოს სრულიად უმტკივნეულო, როგორც სამინისტროს პერსონალისთვის, ისე იმ მიმდინარე პროექტების პერსონალისთვის და ზოგადად, მთლიანად სისტემისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას“, - თქვა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკეტერინე ტიკარაძემ, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.