უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაზიანდა ხარკოვის ბირთვული კვლევის ობიექტი. რადიაციის დონის მატებაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მიკოლაივის რეგიონში თავდასხმის შედეგად ხანძარი საცხოვრებელ უბნებში გაჩნდა. გარდაცვლილია 4 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავებულია 5 ადამიანი.
დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსი სუმში, სადაც 18-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც. ქალაქში ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია და ზუსტი ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ჯერ უცნობია.