უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და მოუწოდებს, შეწყვიტოს სისხლისღვრა ნებისმიერ ფასად. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
მისივე თქმით, ასეთი ნაბიჯისთვის უკრაინელი ხალხი და კიევის პარტნიორები დასავლეთში მადლიერი იქნებიან.
"მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც პრეზიდენტმა ან თუნდაც ცოტა მამობრივად. ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, თქვენ ალბათ, ოცნებობთ გახდეთ ნამდვილი გმირი! მაგრამ გმირობა არ არის თავის გამოსაჩენი აქტი, ეს არ არის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე. ის საკუთარ თავშია - ის არის თავგანწირვაში, საკუთარ სიამაყესა და ამბიციებზე გამარჯვებაში ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად.
მე კარგად მესმის, რომ ბევრი „მრჩეველი“ გყავს, მაგრამ პირადად თქვენ ვალდებული ხართ ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. ეს არის ის, რასაც თქვენგან მოელიან უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში.
პირველივე დღიდან დაპირდი მოსახლეობას უკრაინაში ომის შეწყვეტას და ამიტომ მთელი უკრაინა გიჭერდა მხარს. შეგეძლო გამხდარიყავი მშვიდობის პრეზიდენტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, - განაცხადა იანუკოვიჩმა.