უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ჩაპლინკაში, ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, 9 მარტს ხერსონსა და მიკოლაევში დაღუპული 50-მდე რუსი ჯარისკაცის ცხედარი ორმოში ჩაყარეს და დაწვეს.
"ადგილობრივებმა ჰკითხეს, რატომ აკეთებენ ამას, მათ უთხრეს, რომ აკრძალულია ცხედრების რუსეთში გაგზავნა“ - წერს გერაშჩენკო თავის Telegram არხზე.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დაღუპული სამხედროების ცხედრების განადგურების ბრძანება რამდენიმე დღის წინ გასცა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსეი კრივორუჩკო, ოპერატიული სარდლობამ გამოაქვეყნა.