დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლოკდაუნის დროს გამართული წვეულებების გამო უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას 148 კონსერვატორმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 211 კი წინააღმდეგი იყო. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.
ბორის ჯონსონის თანმდებობიდან გადასაყენებლად 180 კონსერვატორი დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
საქმე ეხება ბორის ჯონსონის მიერ კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის წესების დარღვევის ფაქტს, რასაც ბრიტანულ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
კენჭისყრის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. როგორც პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, ჯონსონი მიესალმება კენჭისყრის დანიშვნას, რადგან მისი თქმით, „ეს დაასრულებს თითქმის ერთთვიან სპეკულაციებს და მთავრობას წინსვლის საშუალებას მისცემს“.