ისტორიული დღეა საქართველოსთვის, მზად ვართ, ყველა პრიორიტეტის იმპლემენტაციისთვის, რათა სტატუსი მალე მივიღოთ, ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
„ეს უდაოდ ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭომ მიანიჭა ევროპული პერსპექტივა საქართველოს. ჩვენ მზად ვართ, ყველა პრიორიტეტის იმპლემენტაციისთვის, რათა კანდიდატობის სტატუსი მალე მივიღოთ.
ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას. მადლობა ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტებს“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.