იოსებ გოგაშვილი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სუს-ის მოთხოვნას, არ გახსნა შესასვლელი კარი, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა, აღნიშნულიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მტკიცებით, მან დაკომპლექტებულად გამოაცხადა „რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან შექმნილი სპეციალური დანიშნულების პოლკი ჩრდილოეთი-ახმატი“.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილში, ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციას შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილისთვს გადარიცხვების შესაჩერებლად იყენებს და მის უფლებებს ლახავს.
9 ივნისს ევროიპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში.
სერგეი შოიგუმ უკრაინის შეიარაღებული ძალების შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განადგურების ბრძანება გასცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა, უნალექო ამინდები, რის გამოც იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკი.
აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირის მიღების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ბაქოს ესტუმრება.