Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 20 ივნისის ოპერაცია იყო „აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გიორგი გახარიას მიერ“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო მიესალმება 14 ივნისს, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტს, რომელზეც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც საქართველოს გაწევრიანების კონტექსტში, ასევე თავად ალიანსის სამომავლო ადაპტაციის კუთხით.
სხვადასხვა სამუშაოს გამო, 14 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
სპეციალურ გვერდზე stopcov.ge სტატისტიკური მაჩვენებლები განახლდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 311 და გამოჯანმრთელების 936 შემთხვევა გამოვლინდა.
"სინოვაკის" ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია, როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე დღეიდან, 14 ივნისიდან განახლდება.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე~ის განცხადებით, ორჯერადად აცრილებისთვის შეღავათები განიხილება, მათ შორის კომენდანტის საათზე.
ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ფინეთმა გასვლაზე დანია 1:0 დაამარცხა. პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა.
ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერს.
ევროპის ჩემპიონატზე დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩის 42-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა. მომხდარის გამო დანია-ფინეთის მატჩი შეწყდა.