საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 27 ივლისს, 00:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს პარლამენტის წევრები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავენ.
ირანმა რუსეთს „შაჰედ 129“-ის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც, – ამის შესახებ უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინული რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია Post Factum-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ის მზად არის დაეხმაროს საქართველოსა და ქართველ ლიდერებს ევროპის ლიდერებთან დაააკავშიროს.
„მაიმუნის ყვავილი“ არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსული დაავადებები, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმას გმობს. მისი თქმით, რუსეთის ამ ქმედებამ აჩვენა, რომ ის საკუთარ სიტყვებსაც არ ანიჭებს მნიშვნელობას.
უკრაინას სჭირდება ევროკავშირი და ევროკავშირს სჭირდება უკრაინა,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.