თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ყირიმ-კონგოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფექციით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ცერცვაძის თქმით, საქართველოში მიმდინარე წელს, ყირიმ-კონგოს 44 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 3 პაციენტი გარდაიცვალა.
თენგიზ ცერცვაძემ ამავე გადაცემაში ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში ვაქცინციის პროცესზე და ხელმისაწვდომობაზე.
არ გვეყო ენერგია, რომ ის მუხტი შეგვენარჩუნებინა, რომელიც ვაქცინაციის ხელშესაწყობად ადრე იყო.
ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციის გააქტიურებისთვის საინფორმაციო კამპანიის კუთხით „ერთგვარი ინერტულობა შეიმჩნევა“.
ერთგვარი ინერტულობა მართლაც შეიმჩნევა. არ გვეყო ენერგია, რომ ის მუხტი შეგვენარჩუნებინა, რომელიც ადრე იყო ვაქცინაციაზე, თუმცა იმანაც მხოლოდ ნაწილობრივი შედეგი გამოიღო - მესამედია ვაქცინირებული. ვაქცინაციის მუხტი როგორმე უნდა ავწიოთ, განვაახლოთ ყველა საშუალებებით, იქნება ეს კომუნიკაციები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, იქნება ეს კარდაკარ სიარული, „ფლაერების“ დარიგება. როგორმე მოსახლეობა უნდა დავარწმუნოთ, რომ მათ ვაქცინა გაიკეთონ. პროცესის გარკვეული სტაგნაცია შეიმჩნევა.
ძნელი სათქმელია, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. სახელმწიფოს, რაც შეუძლია აკეთებს. ვაქცინა შემოტანილია საკმარისი რაოდენობით, დღეისთვის საუკეთესო, ვაქცინაციის პუნქტები არის საჭიროზე მეტი გახსნილი, ძალიან იოლად ხელმისაწვდომია, არავითარი ბარიერები არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.