ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი ხანძრის გამო, ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.
მედიის ინფორმაციით, ცეცხლი 400 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოედო. ხანძარმა სისკიუს ოლქში მრავალი სახლი გაანადგურა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
ხელისუფლება იძულებული გახდა, სამ დასახლებაში სავალდებულო ევაკუაცია გამოეცხადებინა. ხანძარი რეგიონში ძლიერ სიცხის გამო გაჩნდა.