
ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ჟურნალისტი და ბლოგერი ინსა ოგუზი მიმდინარე წლის 13 ივნისიდან არასათანადო პირობებში იმყოფება.

TV პირველის ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მათს ოპერატორს თავს დაესხნენ.

კადიროვი აკრიტიკებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საჯარო მხარდაჭერის არარსებობის გამო.

საქართველოში 22 ივნისამდე გრილი ამინდი შენარჩუნდება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და წერს, რომ დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 20 ივნისამდე ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსი, ხოლო 20 ივნისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

გლობალურ ეკონომიკაში ვითარების გაუარესება რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციას არ უკავშირდება და დიდი შვიდეულის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვიმუშაოთ, რათა უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას, – აცხადებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

გავიგეთ მათი გზავნილი, გაფრთხილება, ჩვენ თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი, - ასე შეაფასა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა.

შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი რომელიც გაბრაზებულია - საქართველოს პრეზიდენტის პირველი კომენტარი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მას შემდეგ, რაც რამდენიმე მიმართულებით პრიორიტეტებს სია განიხილება.

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთი კორპუსიდან ოჯახს ასახლებენ ხმაურია. ადგილზე პოლიცია და აღსრულების ბიუროა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, აღსრულების სამსახური ბინაში შესვლას, სადაც 3 თვის ბავშვი ჰყავთ, რკინის კარის გაჭრით ცდილობს.