საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
დიღმის საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტები უკვე შეყავთ.
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ე.წ ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, სადაც ასე ვთქვათ მკვდარი, ან ნახევრად მკვდარი ნაწილაკები არის ვირუსის, "ფაიზერი" აწვდის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას ორგანიზმს და მისი ეფექტურობა არის 5-6 თვე.
"კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ.
ახალი სასწავლო წლის დაწყებას პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობა ვაქცინირებული შეხვდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების დღიდან საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 506 040-ს.
საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა.