მერაბიშვილის გამოჩენას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვანო მერაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მერაბიშვილის გამოჩენა მმართველი გუნდისთვის საჩუქარია.
„ეს არის დიდი საჩუქარი მმართველი პარტიისთვის, მმართველი გუნდისთვის. ისეთი ადამიანები, როგორებიც გახლავთ მერაბიშვილი, ხაბეიშვილი – ეს ჩვენთვის კარგია. ნებისმიერი პოლიტიკოსი და მმართველი პარტია თუ ინატრებდა, რომ ოპოზიციაში იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორიც არის მერაბიშვილი, როგორიც არის ხაბეიშვილი, ეს არის შესრულებული, აღსრულებული და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გუშინ მარკ ფეიგინის გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, პეტრე ცისკარიშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა.