„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ნადირაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს 28 მარტს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მათი ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 28 მარტს, საღამოს 17:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 28 მარტს, საღამოს 17:00 საათიდან 29 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქავთარაძის, ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას გამზირის N75, 77, 79, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N72-80, ვაჟას VII კვარტლის N25 კორპუსს, ჟღენტის ქუცა N2ს, თავხელიძის, მარიჯანის, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, მალხაზ დოლიძის და საკანდელიძის ქუჩებს, ბაგების ნაწილს, უჩანეიშვილის მე-2 შესახვევს და ჩიხს, წყნეთის გზატკეცილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge