ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, სასტუმრო „სანსენტ შოვის“ მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საგანგებო სიტუაციებს სამსახურში, კი დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
ადგილზე შსს სამინისტროს ქვედანაყოფები იმყოფებიან.